LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

195
BeFunky-collage (7)

ომის მეშვიდე დღე უკრაინაში – გამოცემა Unian-მა გაავრცლა ინფორმაცია, რომ ხერსონში ოკუპანტებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს.

ამასთან, გამოცემა ხერსონის მერზე დაყრდნობით წერს, რომ გასული ღამის განმავლობაში ხერსონში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი უკრაინის პრეზიდენტს „მწვანე დერეფნის“ ორგანიზებას სთხოვს, ქალაქიდან ცხედრების გადასასვენებლად და ხერსონში პროდუქტების შესატანად.

კოლიხაევი აცხადებს, რომ დაღუპული ბევრია და მათ შორის არიან როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g