სლავიანსკის მერის, ვადიმ ლიახმის განცხადებით, ოკუპანტებმა სლავიანსკში სკოლა და საცხოვრებელი სახლი დაბომბეს.
მისივე თქმით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაზიანებულია ახლომდებარე სახლები.
„კვლავ ცუდი დილა გვაქვს. ორი დარტყმა. ჩერევკოვკა, მე-4 სკოლა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ტორსკაიას ქუჩა, სახლი #43. სადარბაზო ჩამოშლილია, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.“– განაცხადა ვადიმ ლიახმა.
უკრაინაში მიმდინარე უახლეს ცნობებს ვრცლად გაეცნობით:
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან შეტევა მოიგერიეს
უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს