LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა უკრაინელი მამაკაცი მოკლეს, მისი ცოლი კი გააუპატიურეს – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

190
BeFunky-collage

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო პირველი ოფიციალური გამოძიება რუსი ჯარისკაცის მიერ უკრაინელი ქალის გაუპატიურების ფაქტზე.

ქვეყნის გენერალური პროკურორი წერს, რომ რუსმა ჯარისკაცმა მოკლა მამაკაცი, ხოლო მისი ცოლი სხვა ჯარისკაცთან ერთად გააუპატიურა.

პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, შემთხვევა ბროვარის რაიონში მოხდა.

ერთ-ერთი დამნაშავე ოკუპანტი კი იდენტიფიცირებულია და ახლა იძებნება.

ოკუპანტების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების ფაქტებზე ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, თუმცა უკრაინის პარლამენტის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ფაქტს ოფიციალურად თავად ადასტურებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

mazda magti 5g