LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა“ – ზელენსკის თქმით, კიდევ 3 დასახლება გაათავისუფლეს

61
BeFunky-collage (3)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გასულ კვირას დაწყებულმა კონტრშეტევამ უკრაინაში პროგრესი განიცადა.

ზელენსკის განცხადებითვე, 54-ე ბრიგადამაც წინ წაიწია ლისიჩანსკი-სევერსკის მიმართულებით და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გათავისუფლებულია სამი დასახლებული პუნქტი.

თუმცა, ზელენსკის კონკრეტული ტერიტორიები არ დაუსახელებია.

მან მადლობა მადლობა გადაუხადა ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მებრძოლებს, რომლებმაც დონეცკის ოლქში შედეგი უზრუნველყვეს და დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ამისთვის უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს. ყველა ხედავს, რომ ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა. ეს არის სწორი არჩევანი მათთვის.

ჩვენ დავუბრუნებთ ყირიმს თავისუფლებას, დავუბრუნებთ თავისუფლებას ყირიმის მოსახლეობას და და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

mazda magti 5g