LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა

121
2025-03-02_01-14-04_993918

ოკუპირებულ აფხაზეთში „საარჩევნო უბანზე” თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩვენო უბანზე მოხდა დაახლოებით, 19:30 საათზე, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა „საარჩევნო“ ურნა და დოკუმენტები.

ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ „საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლისა და საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის მიზნით, დააზიანეს საარჩევნო ყუთი და მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღძრა, მათ შორის ტერორიზმისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, რომლებსაც ასევე აქვთ „აფხაზეთის მოქალაქეობა”- მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე.

ცნობისთვის, 1-ელ მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მონაწილეობენ. ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g