ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებმა საკონტროლო შემოწმება დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
„სამხედრო მოსამსახურეები „ძარცემის“ მაღალმთიან პოლიგონზე შეასრულებენ ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა ჯავშანტექნიკის მართვა, სროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
სწავლებაში ორი ათასზე მეტი სამხედრო, 500-მდე ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.