LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

127
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია.

ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

თამთა მიქელაძე: თამარ მეარაყიშვილთან დღეს ადვოკატი იყო შესული, თამარი ნორმალურად არის, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად – ხვალ იქნება სასამართლო სხდომა

მათივე ცნობით, მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ცნობისთვის, გათავისუფლებამდე მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. მან შიმშილობა დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დაიწყო. მეარაყიშვილი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

magti 5g