LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესზე მოწმეები დაკითხეს: განსასჯელს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

67
ზაზა გახელადზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დღევანდელი პროცესი დასრულდა.

„ეხო კავკაზას” ინფორმაციით, სხდომაზე რამდენიმე მოწმე და თავად განსასჯელი დაკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

ზაზა გახელაძეს ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 317-ე და 322-ე აქვს წაყენებული.

317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

322-ე მუხლი კი “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას” გულისხმობს.

გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.

ზაზა გახელაძის დახმარებას ითხოვდა მირიან თაზიაშვილიც, რომელიც ოკუპირებულმა ცხინვალმა გასული წლის 23 დეკემბერს გაათავისუფლა.

იქნებ, ზაზა გახელაძეს დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს: მირიან თაზიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g