ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაზე ტაქტიკური სწავლებები დაიწყო.
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესმდივნის, პოლკოვნიკ ვადიმ ასტაფიევის განცხადებით, სწავლებაში 1 200-ზე მეტი სამხედრო და სამხედრო ტექნიკის 200-მდე ერთეულია ჩართული, მათ შორის მოდერნიზებული ტანკები Т-72А, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2 და უპილოტო საფრენი აპარატები.
მისივე თქმით, ძარცემის პოლიგონზე კონცენტრირებულნი არიან მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სხვა ქვედანაყოფები, რომლებიც ტაქტიკურ მოქმედებებს ამუშავებენ.