LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ – ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო

103
წვრთნებიჩნე

ჩინეთის არმია მაღალ სამხედრო მზადყოფნაშია და ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებს, – განცხადებას ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამხედრო წვრთნები მოიცავს ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით საჰაერო და საზღვაო წვრთნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g