LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე დღეს ჟენევის მოლაპარაკებების დროს ისაუბრებენ

71
shutterstock-722603839

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლება; 2008 წელს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი გეგმის შეთანხმების შესრულება; ჰუმანიტარულ კრიზი; კოვიდპანდემიის გამო გაუარესებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტები – ეს ის საკითხებია რაზეც ჟენევაში, მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე უნდა იმსჯელონ.

მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი: ქართული მხარე ჟენევაშიც მოითხოვს ზაზა გახელაძის გათავისუფლებას

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გახელაძის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვენ

მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, სადაც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოლაპარაკებები პირველად ტარდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გუშინ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებისას, თუ ვინმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წამოწევს წინ, საჭირო პასუხი გაეცემა.

“სიტუაცია სტანდარტულია და არაფრით განსხვავებული იმისგან, რაც წინა შეხვედრებზე განვიხილეთ. განვიხილავთ ყველა საკითხს – პოლიტიკურს, ჰუმანიტარულსა და სამხედროს. ვიკრიბებით ჟენევაში, რათა შევასრულოთ ის, რაზეც მოვილაპარაკეთ 2008 წელს. ჩვენი დისკუსია უფრო ფართოა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემის წამოწევას და თუ ვინმე აპირებს, ჩვენ მზად ვართ საჭირო პასუხი გავცეთ. 2008 წელს, სამხრეთ ოსეთს თავს არა რუსეთი, არამედ საქართველო დაესხა. ამას ამბობს ტალიავინის მიერ მომზადებული დასკვნა” – ამბობს რუდენკო.

საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

პოპულალურები