LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსული რუბლის „ოფიციალურ ვალუტად“ მიღებას მხარი დაუჭირა

147
Untitled design (2)

„რადიო თავისუფლების“ პროექტის „ეხო კავკაზას“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსული რუბლის „ოფიციალურ ვალუტად“ მიღებას მხარი დაუჭირა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პარლამენტის“ მიერ, მეორე მოსმენით მხარდაჭერილ ე.წ. კანონპროექტს „სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“, 26 „დეპუტატის“ მხარდაჭერა აქვს, 2 კი წინააღმდეგი იყო.

„კანონპროექტი“ ოკუპირებული აფხაზეთის „ოფიციალურ ვალუტად“ რუსულ რუბლს ადგენს, ხოლო ყველა დანარჩენი უცხოურ ვალუტად განიხილება. ასევე, „სავალუტო რეგულირების“ მიზნებისთვის „საკანონმდებლო“ დონეზე შემოდის „რეზიდენტისა“ და „არარეზიდენტის“ ცნებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები