Deutsche Welle გაზეთ Bild am Sonntag-ზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად კიევში ჩასვლას გეგმავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსალოდნელი ვიზიტი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად შედგება.
ვიზიტი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე იქნება, რომელიც 26-28 ივნისს ჩატარდება.