LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლენა ზელენსკა – როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს

95
Olena Zelenska, First Lady of Ukraine Opens Up About War in Interview: https://www.youtube.com/watch?v=R1DFcClaKDg

უკრაინაში მიმდინარე ომი მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიურ გავლენას ახდენს, თუმცა როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს უკრაინის პირველ ლედის ჰკითხა, რა გზავნილი ექნებოდა მას ბრიტანელი ხალხისადმი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე დგას.

„მე მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ფასები ასევე გაიზარდა და ეს უკრაინასაც შეეხო. ფასები იზრდება უკრაინაშიც, თუმცა ამასთან ერთად ჩვენს ხალხს კლავენ. ასე რომ, როდესაც დაიწყებთ ხურდების დათვლას საბანკო ანგარიშებზე ან თქვენს ჯიბეებში, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ და ვითვლით ჩვენს მსხვერპლს“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები