რუსების მიერ ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის დაბომბვას უკრაინის პირველი ლედი სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება.
რუსებმა ჩაპლინოს რკინიგზის სადგური დაბომბეს – დაიღუპა 15 ადამიანი
ოლენა ზელენსკა აღნიშნავს, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მიულოცა და გუშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბომბვა არ შეწყვეტილა.
როგორც ოლენა ზელენსკა აღნიშნავს, რუსეთი მათი შვილების მკვლელობას და ოჯახების განადგურებას ყოველდღე განაგრძობს:
„დედა და ორი ბიჭი სოფელ ჩაპლინოში სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც პირველი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მეზობლებმა ისინი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. მაგრამ ყველა ცოცხალი არ არის – 11 წლის ბავშვი დაიღუპა…
მომდევნო რუსულმა რაკეტებმა, რომლებიც ადგილობრივ რკინიგზის სადგურს მოხვდა, კიდევ ერთი ბავშვი იმსხვერპლა – ექვსი წლის ბიჭი დაიწვა…
ახლა, როდესაც სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის მშვიდობიან სოფელში 25 ადამიანი დაიღუპა…
რუსეთი აგრძელებს ჩვენი შვილების მოკვლას და ჩვენი ოჯახების განადგურებას. ტერორისტულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა – დაბომბვა არ შეწყვეტილა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაჭრილები საავადმყოფოებში არიან, მათ შორის ყველაზე უმცროსი ორი წლის გოგონაა…
როდესაც მეკითხებიან, რა იყო ყველაზე საშინელი რუსული აგრესიის ექვსი თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, რომ ყველაზე საშინელი ყოველ ჯერზეა.
როცა ხარკოვში, ოდესაში, ნიკოლაევში, ჩერნიგოვში, სუმის ოლქში, კიევის ოლქში, კრამატორსკში, კრემენჩუკში, ვინიცაში მშვიდობიანი ხალხი და ბავშვები იღუპებიან… ახლაც ყველაზე საშინელი რამ მოხდა ჩაპლინში – დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ტერორისტულმა სახელმწიფომ ვერასოდეს ვერ წაგვართვა.
რატომ იძიებს შურს მშვიდობიან ადამიანებზე? მინდა მთელმა მსოფლიომ ნახოს ჩაპლინი. რუსეთის ახალი დანაშაული…“ – წერს ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რაიონში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგური დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში