LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლენა ზელენსკა სამშობიაროსა და კლინიკის დაბომბვას ეხმაურება: „არავინ გვისმენს… მტერი კი მოსახლეობას ანადგურებს….“

174
ოლენა ზელენსკა

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ოლენა ზელენსკა აქვეყნებს გუშინდელი საზარელი დაბომბვის ვიდეოს მარიუპოლიდან, სადაც რუსეთმა ამჯერად სამშობიაროსა და სამედიცინო ცენტრზე მიიტანა იერიში და წერს:

„მარიუპოლი. ზუსტად ახლა… რუსული ავიადარტყმა სამედიცინო ცენტრსა და სამშობიაროზე.

ეს არის საზარელი ვიდეო, მაგრამ მაინც ვერ ვხედავთ სრულად ამ საშინელებას. არ ვიცით, რამდენი დედა და შვილი დაიღუპა და დაიჭრა.

ნატოს ვთხოვთ, დახუროს ცა უკრაინის თავზე. ჩვენ ვითხოვთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს აღარ გამეორდეს, მაგრამ ჩვენ არავინ გვისმენს. ამასობაში კი მტრის თვითმფრინავები სასტიკად ანადგურებენ უკრაინის მოსახლეობას…“

მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პატარა გოგონაა