LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს ჩაცმულობა ერთ-ერთი გამორჩეული იყო

86

პოპულარული გამოცემა Sports Illustrated რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას გამოეხმაურა და დელეგაციების ჩაცმულობა შეაფასა.

გამოცემამ ხუთი დელეგაცია გამოარჩია და ჩამონათვალში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა.

საქართველოს ჩაცმულობა ძველმოდური დიზაინით იყო შთაგონებული და შუასაუკუნეების ისტორიის გავლენა იგრძნობოდა.

Sports Illustrated-ის მიხედვით, აღლუმზე ჩაცმულობით აშშ, ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა და საქართველო გამოირჩეოდნენ. რა თქმა უნდა ავტორებს არც გამორჩეული ტონგელი მედროშე დავიწყებიათ.

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობას, რაზეც კომპანია “სამოსელი პირველმა” იზრუნა, საქართველში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g