ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს ოლიმპიადაში უპერეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები იღებენ მონაწილეობას.
პრემიერის თქმით, ოლიმპიელებს აკისრიათ მისია საქართველი აავსოთ პოზიტივითა და გამარჯვების ჟინით. მან ოლიმპიადაში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.