LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს დროშა აუკრძალა

96

საერთაშორისო ოლიმმპიური კომიტეტი არენების ტრიბუნებზე იმ ქვეყნების დროშების გამოჩენას კრძალავს, რომლებიც ოლიმპიადაში არ მონაწილეობენ.

მოგეხსენებათ, თებერვალში სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთი როგორც ქვეყანა მონაწილეობას არ იღებს, შესაბამისად ამ ქვეყნის დროშა ტრიბუნებზე არ იქნება. დროშის შეტანა იკრძალება სავარჯიშო ცენტრებშიც.

დეკემბერში სოკ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც არ არიან დოპინგ სკანდალში გარეულნი, თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მათ არ ექნებათ უფლება ატარონ ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი რაიმე ატრიბუტი, ფორმებზე არ იქნება გამოსახული რუსეთის ფედერაციის დროშა და ღერბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g