LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული

131
fot (1)

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

ამის შესახებ მან ზეპირი ანგარიშის წარდგენისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა, ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული.

პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეი: წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები