ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ახალგაზრდა მსახიობი ინდია ჯოი აისლი ლეგენდარული მსახიობის, ოლივია ჰასის ქალიშვილია. გოგონა 1993 წლის 29 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. მისი მამა, მუსიკოსი დევიდ გლენ აისლია. აისლის ჰყავს ორი უფროსი ძმა, ოლივია ჰასის პირველი ქორწინებიდან.
ინდია ჯოის აისლის დებიუტი კინოში 2003 წელს შედგა, ხოლო 2005 წელს ის დედასთან ერთად გამოჩნდა ფილმში „გონების საიდუმლოებები“, აისლის ყველაზე პოპულარული სერიალია „ამერიკელი თინეიჯერის სკანდალური ცხოვრება“. მოგვიანებით მსახიობი გამოჩნდა ფილმში „სხვა სამყარო: გამოღვიძება“, სადაც ის კეით ბეკინსეილმა მიიყვანა, როგორც თავად ბეკინსეილი ჰყვება, აისლი მან კაფეში გაიცნო და როლისთვის ძალიან მოეწონა. 2014 წელს აისლი გამოჩნდა ბრიტანელი რეჟისორის, ბრიუს უების ფილმში სოციალური თვითმკვლელობა, რომელიც შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ ინტერპრეტირებული ვერსია. სხვათა შორის ამ ფილმში ჯულიეტას დედის როლი თავად როლი, ოლივია ჰასიმ განასახიერა.
აისლის ფილმოგრაფიაში 20-ზე მეტი კინოსურათია.
ფოტო: ოლივია ჰასის ქართველი ორეული – ულამაზესმა ანი ნამგალაძემ ჯულიეტას როლი მოირგო







