LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებულმა „არგომ“ მოგზაურობა დაასრულა [ვიდეო]

523
khfio

არგონავტების გემმა რიონზე მოგზაურობა დაასრულა. ხომალდმა გეზი ფოთიდან აიღო და ჭყვიშში გაჩერდა. მოგზაურობის ინიციატორი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან,” მკვლევარი ომარ ნიშნიანიძეა.

ის ამბობს, რომ აქციით იმის დადასტურება სურდა, რომ არგონავტების მოგზაურობა არა მითი, არამედ ისტორიის ნაწილია. ხომალდი კი სტუდენტებთან ერთად ააგო. ამბობს, რომ ის ზუსტი ანალოგია არგონავტების გემის.

მოგზაურობა მდინარის რელიეფის გამო რთული აღმოჩნდა და გარკვეულ ადგილებში გემის ხმელეთზე ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

არგოს აგებაზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდნენ.

თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, “არგოს” მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა.

"განწყობა გვაქვს კარგი, ვემზადებით მოგზაურობისთვის"- ომარ ნიშნიანიძის "არგო" ზღვაში შეცურდა

გეგმის მიხედვით გემი ფოთიდან, კერძოდ კი ფაზისიდან ვანში მიცურავს

მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g