საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.
„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.