საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ნოდა რუხაძე წარწერიანი მაისურით გამოცხადდა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს, როგორ აჩვენა სალომე ზურაბიშვილს ის, რაც მაისურზე აწერია: “ომი რუსეთმა დაიწყო”.
ნოდა წერს:
“ომი დაიწყო რუსეთმა, წარწერა ქართულ და ფრანგულ ენებზე. მაინც, უკეთ რომ გაეგო”.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს.
