ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო პროცესი 1-ელ ივლისს, დეპის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა როგორც ჩანს, პროცესს ექნება გაგრძელებაც.
ცოტა ხნის წინ ემბერ ჰარდმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ამჯერად კი სააპელაციო სასამართლოს შესაგებებელი სარჩელით, ჯონი დეპმაც მიმართა. საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ჯონი დეპს ემბერისთვის ორი მილიონი დოლარის გადახდა უწევს. 2018 წელს მომხდარი ოჯახური დავა კონფლიქტში გადაიზარდა, სწორედ ამ ნაწილში მოსამართლემ ჯონი დეპის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტი დაადგინა. საბოლოოდ, დეპი თანახმა იყო ემბერ ჰარდისთვის დაკისრებული 8 მილიონი ეპატიებინა, თუ ჰარდი აპელაციაში საქმის გაგრძელებაზე უარს იტყოდა. საბოლოდ, მეუღლეებს შორის ომი ისევ გრძელდება.
ჯონი დეპმა ემბერ ჰარდს ახალი სიმღერა მიუძღვნა და მას ძაღლი უწოდა