ჯონი დეპმა, გიტარისტ ჯეფ ბეკომთან ერთად, ახალი ალბომი ჩაწერა და ერთ-ერთი სიმღერა ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰარდს მიუძღვნა. ამის შესახებ გამოცემა „სანდეი თაიმსი“ წერს.
სიმღერაში დეპი ჰარდს ძაღლს უწოდებს. ტექსტში არის სიტყვები იმის შესახებ, როგორ არ აპირებს ქონების გაყოფას ჰარდისთვის და როგორ შეცდა ის შვიდი წლის წინ, როცა მასზე იქორწინა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მეუღლეების სასამართლო დავა დეპის სასარგებლოდ დასრულდა. ჰარდს ყოფილი ქმრისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
ჯონი დეპის პირველი სრულყოფილი ალბომი გზაშია