სასამართლოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჯონი დეპი საყვარელ საქმიანობაში გადაეშვა. ჯერ კიდევ ვერდიქტის გამოტანის დღეს ის ბრიტანეთში გაფრინდა და მეგობართან, ჯეფ ბეკთან ერთად კონცერტზე გამოვიდა.
ვიდეო: სასამართლოდან გაპარული და იმიჯშეცვლილი ჯონი დეპი სცენაზე გადაიღეს
ახლა კი ირკვევა, რომ ჯონი დეპი და ცნობილი გიტარისტი, ჯეფ ბეკი ერთობლივ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებენ. ის გაყიდვაში ივლისში ჩაეშვება.
კრებულში 13 სიმღერა იქნება წარმოდგენილი, როგორც დეპის მიერ შექმნილი უახლესი კომპოზიციები, ასევე ცნობილი სიმღერების ქავერ ვერსიები. საუბარია ჯონ ლენონის, მარვინ გეის, Beach Boy-ის და არაერთი ლეგენდარული შემსრულებლის ჰიტების ახლებურ ვერსიებზე.
გამარჯვებული და ბედნიერი – ჯონი დეპი ურიცხვი თაყვანისმცემლების გარემოცვაში
ჯონი დეპის პირველი ვიდეო ,,ტიკ ტოკზე” და ემბერ ჰარდის მწვავე რეაქცია