LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენი გული ძგერს, ძგერს ფრონტზე” – ოლენა ზელენსკას სიტყვა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე

71
MUziGL_bRM_i-1

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის 150 დღის განმავლობაში უკვე განადგურებულია ათობით ქალაქი და კიდევ ათობით ქალაქი გამუდმებულ საარტილერიო თავდასხმას განიცდის.

„150 დღე – ეს ბუჩა და მარიუპოლია, ეს საფილტრაციო ბანაკებია, რომელიც ასობით ათასმა უკრაინელმა ქალმა და კაცმა გაიარა და კიდევ ათასობით უკრაინელი ბავშვია, რომლებიც ძალდატანებით გაჰყავთ რუსეთში. 150 დღეს ეს ასობით მასიური სასაფლაოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლების შემდეგ გავიგებთ, რამდენი ბავშვია იქ დამარხული

ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენი გული ძგერს, ძგერს ფრონტზე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დავეხმაროთ კაცებსა და ქალებს, ვინც საბრძოლო მოქმედებები გაიარეს. ომის შედეგებმა არ უნდა მოწამლოს მათი მომავალი, ისევე როგორც მილიონობით სამოქალაქო პირის, რომლებმაც გადაიტანეს ოკუპაცია და დაცინვა ოკუპანტებისგან.

უკრაინული გული ძგერს ტყვეობაში და ჩვენ გვახსოვს ყველა, ვის გამოც ჯერ კიდევ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა გავაერთიანოთ მსოფლიო იმისთვის, რომ ისინი გავათავისუფლოთ. მილიონობით უკრაინული გული შიშით ძგერს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სახლში დაბრუნებას და ჩვენ ეს შიში უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ზელენსკამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g