LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომიდან გამოგზავნილი სასიყვარულო წერილი ადრესატთან 77 წლის შემდეგ მივიდა

war

ომიდან გამოგზავნილი სასიყვარულო წერილი ადრესატთან 77 წლის შემდეგ მივიდა. დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ფილის პონტინგმა შეყვარებულის წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღო. 99 წლის ქალბატონს წერილი 1941 წელს მისწერეს, თუმცა ბარათი გზაში დაიკარგა. წერილის ავტორი ჯარისკაცი ბილ უოკერი იყო და ის მეორე მსოფლიო ომის დროს საომარ ხომალდზე მსახურობდა. სამწუხაროდ, ბილი ომიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ფილისი სხვა მამაკაცს შეხვდა, ოჯახიც შექმნა და ამჟამად 4 შვილი და 7 შვილიშვილი ყავს.

სასიყვარულო წერილი კი კომპანია Odyssey Marine-მ ოკეანის სიღრმეში იპოვა, ის სხვა 700 წერილთან ერთად ინახებოდა და ამ წერილების ნახვა მსურველებს გამოფენაზე შეეძლებათ. რაც შეეხება უოკერის წერილს, მასში საუბარი სამომავლო გეგმებზე, ქორწილზე და ოჯახზე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები