LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონ” შტამის გავრცელება “მეექვსე ტალღის” შესაძლოა დადგომის წინაპირობა გახდეს – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

89
ომიკრონი ერტ

სპეციალისტების მხრიდან ეპიდვითარება კვლავ მწვავედ ფასდება.

ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდამ ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის სწრაფი გავრცელება და მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს. რისკების შესამცირებლად ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვასა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, თუ დაფიქსირდება “ომიკრონის” შტამი, მოსახლეობას რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის გააქტიურება მართებს.

“მდგომარეობა ისევ ძალიან საყურადღებოა და ინფიცირებულთა მატება ისევ აღინიშნება. სამწუხაროდ, ძალიან დიდია ლეტალობის მაჩვენებლები. თუ დაფიქსირდება “ომიკრონის” შტამი, რა თქმა უნდა, გვმართებს რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება, რამდენადაც მკვეთრად არ მოხდეს ინფიცირებულთა რიცხვის მატება, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო გადატვირთვა ჰოსპიტალური ქსელის და არ დადგეს ე.წ. მეექვსე ტალღა,”- აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

magti 5g