ომის 147-ე დღე უკრაინაში. ქვეყანაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტებმა სუმის ოლქი ბოლო 24 საათში 78-ჯერ დაბომბეს. დაჭრილია 2 ადამიანი.
რუსების სამიზნე იყო ნიკოპოლი და დნეპროპეტროვსკის რეგიონის სხვა დასახლებებიც. საკრუიზო რაკეტა გამოიყენეს რუსმა სამხედროებმა ქალაქ სლოვიანსკში, ტორეცკსა და დონბასის რამდენიმე ადგილას. არის მსხვერპლი. ვრცელდება ინფორმაცია, ხერსონში უკრაინული ძალების მიერ რუსული თვითმფრინავი ჩამოგდების შესახებ. ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის დამატებითი რაოდენობა მიაწოდოს. დახმარების მე-16 პაკეტთან დაკავშირებული დეტალები კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.