ომის 190-ე დღეს აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეტევა ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით სცადეს, თუმცა მათი ყველა იერიში მოგერიებულია.
უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონშიც.
უკრაინის კონტრშეტევას წინ უძღოდა აშშ-უკრაინის “სამხედრო თამაშები”: CNN
კიევი ოპერაციის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა არაოფიციალური წყაროებით, უკრაინელებმა მტრის თავდაცვის მეორე ხაზის გარღვევაც შეძლეს. რადის დეპუტატი იური მიასაგინი სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ იკავებენ ხერსონში უკრაინელი სამხედროები ახალ პოზიციებს.