კონტრშეტევის დაწყებამდე უკრაინა და აშშ ატარებდნენ ერთობლივ, ე.წ. „სამხედრო თამაშებს“, ანუ ანალიტიკურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, რათა უკრაინელ სამხედროებს უკეთ დაენახათ, რა ძალები და საშუალებები სჭირდებათ წარმატების მისაღწევად.
რაც შეეხება ოფიციალურ განმარტებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა CNN-ს უთხრა, რომ ამერიკელ და უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა დონეზე მუდმივი ურთიერთობა აქვთ
რუსული ძალები ქალაქ ენერგოდარს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოკუპანტებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს, რის გამოც ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება შეწყვეტილია.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას ელოდებიან, რომელმაც იქ არსებული სიტუაცია უნდა შეაფასოს. ელექტროსადგური რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.