რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 13 ბავშვია. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი (OHCHR) ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, დაშავებულთა რიცხვი 400-ს აღწევს.
სულ მცირე, 253 დაზარალებული მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში იყო. თუმცა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: