ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „ომი გადამწყვეტ ფაზაშია და მის მოსაგებად უკრაინას იარაღი უნდა მიეწოდოს“. აღნიშნული განცხადება მან გერმანულ გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში გააკეთა.
„მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია – და მე უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში. ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას სჭირდება მოსაგებად“, – დასძინა სტოლტენბერგმა.