LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომის კვლევის ინსტიტუტი“: როგორც ჩანს, პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ლუკაშენკო ომში ჩაერთოს

196
ლუკაშენკო და პუტინი

„ომის შესწავლის ინსტიტუტი კვლავაც თვლის, რომ ბელარუსის შესვლა უკრაინასთან პუტინის ომში ნაკლებად სავარაუდოა“, – ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანალიზშია ნათქვამი.

ISW-ის ანალიტიკოსების განცხადებით, გუშინ, ორშაბათს რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ბელარუსის პრეზიდენტი, რომ უკრაინაში ომში ჩაერთოს.

„ის ფაქტი, რომ პუტინმა, როგორც ჩანს, მიიღო ლუკაშენკოს [საჯარო] თეზისები, მათ გამოსწორებაში ლუკაშენკოს დარწმუნების გარეშე, ირიბად ადასტურებს ამ შეფასებას“, – წერენ ანალიტიკოსები.

პუტინი: რუსეთი ვინმეს შთანთქმით დაინტერესებული არ არის

„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად საუბრობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს არ უღრმავდებიან“ - ამბობს პუტინი.

მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი ცდილობს დამალოს პუტინის უპირველესი განზრახვა, მოახდინოს ზეწოლა ლუკაშენკოზე, რათა ბელარუსის რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მისგან შემდგომი დათმობები მიიღოს.

ბერლინი შეშფოთებულია ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ვიზიტის გამო

ISW-ს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პუტინის განცხადება მინსკში, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, ბელარუსს მოიაზრებს – „ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 16 დეკემბერს ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელარუსის დამოუკიდებლობა და სრული სუვერენიტეტი.“

„ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია“ – პუტინი მინსკში ჩავიდა

magti 5g