LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია“ – პუტინი მინსკში ჩავიდა

159
Untitled design

რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსში ჩავიდა.

რუსულ მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ვლადიმირ პუტინს მინსკის აეროპორტში ბელარუსის პრეზიდენტი – ალექსანდრე ლუკაშენკო ყვავილებით ხვდება.

დღეს, აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი​ დიმიტრი პესკოვი და სულელური უწოდა განცხადებებს, რომ თითქოს პუტინი მინსკში ბელარუსის ომში მონაწილეობაზე დასარწმუნებლად ჩადის.

ცნობისათვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2019 წლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ბელარუსს პირველად ეწვია.

ცოტა ხნის წინ, პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

„ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება მსოფლიოში ცვალებად ვითარებაზე ბუნებრივი პასუხია. ეს რთული დრო მოითხოვს, ვაჩვენოთ პოლიტიკური ნება და ერთგულება ორმხრივი დღის წესრიგის ყველა საკითხში შედეგების მისაღწევად. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g