უკრაინის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ომის პერიოდში დაბადებულ რამდენიმე ბავშვს, მშობლებმა ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის სახელი – ჯაველინი დაარქვეს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები მტერთან საბრძოლველად იყენებენ.
როგორც უწყება წერს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 26 653 ბავშვი დაიბადა. ბავშვების უმეტესობა დაიბადა ლვოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ვინიცის, ზაკარპატიისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.
“ზოგიერთისთვის ომმა, რომელშიც უკრაინელები უკვე მეორე თვეა იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, გადამწყვეტი როლი ითამაშა მათი პატარებისთვის სახელის შერჩევისას”, — აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.
ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 24,8 ათასი ქორწინება დარეგისტრირდა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
