LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონალინ სესხების ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა

143

ონალინ სესხების ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. SOFTLOAN-მა ოპერირება ერთი კვირაა დაიწყო და მომხმარებელს სესხებს 10%-ად სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” SOFTLOAN-ის შემქმნელი კომპანიის  „ბესთ ბიზნეს სოლუშენ“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი წულუკიძემ განუცხადა,  საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს შემოსავალი ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს მოკლევადიანი ონლაინ სესხით 100-დან 1000 ლარამდე – პირველივე სესხზე მხოლოდ 10%-ად.

”გარდა იმისა, რომ მომხმარებელს სესხს ვთავაზობთ ძალიან დაბალ პროცენტში, სესხის დროულად დაფარვის შემთხვევაში,  ჩვენი პროდუქტის ერთგული მომხმარებელი ყოველ მომდევნო სესხზე მიიღებს 5%, 10%, 15% და 20%-იან ფასდაკლებას”, – განმარტა წულუკიძემ.

მისივე ინფორმაციით, სესხი გაიცემა ერთი თვის ვადით 22-დან 60 წლამდე მოქალაქეებზე.  სესხის დაფარვა კი შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის, ან საქართველოში მოქმედი რამდენიმე ბანკის  ნებისმიერი ფილიალიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მეშვეობით.

როგორც „ბესთ ბიზნეს სოლუშენ“-ის დამფუძნებელმა განმარტა, SOFTLOAN-ში  არ არის ფიქსირებული საპროცენტო გადასახადი. სესხის ვადამდე სრულად (ერთიანად) დაფარვის შემთხვევაში, მომხმარებელი გადაიხდის  იმდენი დღის პროცენტს რამდენი დღითაც ისარგებლებს  სესხით.

გიორგი წულუკიძის თქმით, ონლაინ სესხებზე ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ SOFTLOAN-მა მთელი თვის გაწერილი გეგმის ნახევარი თითქმის 4 დღეში შეასრულა.

ცნობისთვის, SOFTLOAN-ი ქართული ონლაინ სესხების ბაზარზე ერთი კვირაა გამოჩნდა. ის ამ ეტაპზე ერთი ფილიალით, ქ.ბათუმშია წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g