ონლაინ მაღაზია „PERSON” მომხმარებელს სრულ კოლექციაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მენეჯერმა, ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, მაღაზიაში წარმოდგენილია ქალის ხაზი, თუმცა უახლოეს მომავალში კოლექციას მამაკაცის ხაზი და ქალის აქსესუარები შეემატება.
სამოსი ბამბის ნაჭრებით, შიფონითა და ატლასით იკერება. ”მაქსიმალურად ვცდილობთ, ბუნებრივი მატერია გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე მაღაზიაში დიზაინერ ვასკა ტაბატაძის კოლექციაა წარმოდგენილია, მალე კი მას ანა გოგუაძის ხაზიც შეემატება. ფასდაკლების ფარგლებში ფასები 60-დან -155 ლარამდეა. გვინდა, ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც მენეჯერმა განმარტა, პროდუქციის შეკვეთა მათი ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი ( http://person.ge/ ), შეკვეთიდან 2 დღეში კი კლინეტი სასურველ ნივთს სახლში მიტანის უფასო სერვისით მიიღებს.