LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სესხების ბაზრის მოთამაშეები ლიმიტებს ზრდიან

122

ონლაინ სესხების კომპანიები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. წლების წინ მსესხებლები ცდილობდნენ მორგებოდნენ კომპანიათა პირობებს და ხშირად ვერ პოულობდნენ მათთვის სასურველ პროდუქტებს. ახლა კი ეს მიდგომა შეიცვალა და კომპანიები პირიქით ცდილობენ,  მოერგონ მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებს და მათთვის საინტერესო პროდუქტებს ქმნიან. შესაბამისად, ონლაინ სესხების კომპანიებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა.

საქართველოში არსებულ თითქმის 30 ონლაინ სესხების კომპანიათა შორის ერთ-ერთი „სისი ლოუნია“, რომელიც საკმაოდ აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და მომხმარებლებისთვის პროდუქტებს მუდმივად ანახლებს.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  სესხების ლიმიტების ზრდა ”სისი ლოუნის” ერთ-ერთი ის სიახლეა, რომელიც კონკურენტულ ბაზარზე მის პოზიციას უფრო გაამყარებს და მომხმარებლების ნდობასა და კეთილგანწყობას მოიპოვებს.

მათივე ცნობით,  „სისი ლოუნში“ პირველი სესხის მიღება 500 ლარამდე, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. გაიზარდა ასევე განმეორებითი სესხის მაქსიმალური ლიმიტიც და უკვე 1500 ლარია. დამღლელ რიგებში დგომისა და ზედმეტი დოკუმენტაციის მოგროვების გარეშე, www.ccloan.ge-ზე,სახლიდან გაუსვლელად, 10 წუთში არის შესაძლებელი სასურველი თანხის მიღება.

”მომხმარებლების უკმაყოფილებას ხშირად კომპანიების სამუშაო საათებიც იწვევს, რადგან ისინი საჭირო დროს საჭირო თანხას ვერ იღებენ. ამის გათვალისწინებით, „სისი ლოუნმა“ სამუშაო დროც გაზარდა. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, ხოლო კვირას 10-დან საღამოს 6 საათამდე, თანხის მიღება ყველა სასურველი ბანკის ანგარიშზეა შესაძლებელი.

კომპანიათა კონკურენცია პირდაპირ ახდენს გავლენას მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტების შექმნაზე. ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის კი უფრო მარტივია მათთვის სასურველ და სანდო კომპანიაზე შეაჩერონ არჩევანი, რომლის პირობები მისთვის მისაღები და საინტერესო იქნება”, – აცხადებენ ონლაინ სესხების კომპანია ”სისი ლოუნში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g