LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სესხების რეგულაციის პირველადი მონახაზი მზადაა

68

ონლაინ სესხების რეგულაციის პირველადი მონახაზი მზადაა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბაზართან კონსულტაციები მიმდინარეობს.

”ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ და ასევე გავდივართ კონსულტაციებს ბაზართან. მონახაზი, რა თქმა უნდა, არსებობს და ახლა მისი შეჯერება მიმდინარეობს”- განცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციების პაკეტი მოიცავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც.

ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. ონლაინ სესხების უმრავლესობის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 500-დან 1 000%-მდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g