LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

3123
ფორტუნა (94)

ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ონის მუნიციპალიტეტი და მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამT ონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 11 წლის თედო (ნიკოლოზ) მეტრეველის სიცოცხლე შეეწირა.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ“. – ვკითხულობთ ონის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომ­ხდარ­თან დაკავშირებით გა­მო­ძი­ე­ბა  276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები