LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპეკი ირანს და რუსეთს ნავთობის მოპოვების შემცირებას სთხოვს

208

საუდის არაბეთი ელოდება, რომ ქვეყნები, რომელიც ოპეკ-ში არ შედიან, ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 600 ათასი ბარელით შეამცირებენ, ამის შესახებ, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა.

სამეფოს წარმომადგენლის თქმით, მოელის, რომ ნავთობის მოპოვებას შეამცირებს ირანიც.

ფალიჰი ამბობს, რომ ქვეყნების პოზიციები მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით საკმაოდ ახლოს არის, თუმცა მხოლოდ წვრილმანი დეტალებია შესათანხმებელი.

ვენესუელამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზად არის ნავთობის მოპოვება 80-90 აღას ბარელამდე შეამციროს დღე-ღამეში იმიტომ, რომ ოპეკის სხვა წევრებმა კვოტებზე მოლაპარაკება შეძლონ.

oil-saudi-arabia-opec-petrol-prices-uk-622846

30 ოქტომბერს ინდონეზიის ენერგეტიკის მინისტრმა იგნასიუს ჯონანმა განაცხადა, რომ ოპეკში აზრთა სხვადასხვაობა სერიოზული პრობლემა გახდებოდა.ორგანიზაციის წარმომადგენლების ბოლო შეხვედრებზე განსხვავებული პოზიციებს, ძირითადად, საუდის არაბეთი და ირანი აფიქსირებდნენ.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ოპეკი ელის, რომ  ნავთობის მოპოვებას შეამცირებს რუსეთიც.

„რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა,“ – განაცხადა ხაილდ ალ-ფალიჰმა.

მისი თქმით, კარტელმა უკვე განიხილა რუსეთთან ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხი. ამასთან, ფალიხი აღნიშნავს, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები