LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Opel-მა Insignia-ს ახალი ვერსია წარმოადგინა

250

კომპანია Opel-მა საავტორო Insignia-ს უნივერსალური, ახალი ვერსია წარმოადგინა, რომელმაც მიიღო სახელწოდება Country Tourer. ყველგანმავალის პირველი საჯარო ჩვენება ფრანკფურტის ავტოსალონში 2017 წლის შემოდგომაზე შედგება. Opel-ის წარმომადგენლობის განცხადებით, ავტომობილი უამრავ სიახლეს გვპირდება.

ახალი უნივერსალი, სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, ოდნავ შეცვლილი დიზაინითაა წარმოდგენილი.

ყველგანმავალი Insignia-ს მოდიფიკაცია 20 მილიმეტრით გრძელია სტანდარტულისგან განსხვავებით. Opel Insignia Country Tourer-ი აღჭურვილია დიოდური განათებით, ადაპტირებული შასით სახელწოდებით FlexRide, განახლებული კრუიზ კონტროლით და ასევე სრულიად ახალი მულტიმედიური სისტემით IntelliLink, რომელიც თავზებადია როგორც Apple CarPlay-სთან, ასევე Android Auto-სთან.

აღსანიშნავია, რომ ყველგანმავალის გაყიდვები ევროპაში პრეზენტაციიდან უმოკლეს დროში დაიწყება. Opel Insignia-ს საბაზისო ვერსია მარტში, ჟენევის ავტოსალონზეც ვიხილეთ, თუმცა, როგორც მწარმოებელი აცხადების Country Tourer-ი განსხვავებული პლათფორმით იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნაკლებ მასას გვპირდება.

გთავაზობთ ფოტო-გალერეას: