LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულის” და ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერი მზის“ პრემიერა გაიმართება

124

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იგორ სტრავინსკის ნაწარმოებს „კურთხეულ გაზაფხული“ წარმოადგენენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში პირველად შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის “The Silver Sun” – ვერცხლისფერი მზე, რომლის პრემიერა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში Elbphilharmonie 2018 წლის 2 აპრილს გაიმართა და მსმენელისა და პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა.

“15 მაისი ჩემთვის ნატვრის ახდენის დღეა, ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის იგორ სტრავინსკის რევოლუციურ და გენიალურ „კურთხეულ გაზაფხულს.” გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო დღეა ჩემთვის, რადგან საქართველოში პირველად შესრულდება ჩემი ახალი ნაწარმოები „ვერცხლისფერი მზე” და ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მას შეასრულებს შესანიშნავი ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვნილი“, – აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

„პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

გენერალური პარტნიორი ხელოვანთა კავშირი კონცეპტ არტი; ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერია კომპანია „ბადაგონი“, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერები: EVENTS ამბები.ge „რუსთავი 2“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს www.biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g