LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია აქტიურ პოლიტიკურ სეზონს აანონსებს – რა გეგმა აქვთ პოლიტიკოსებს

176
ხატია
დღეს ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალ სტრატეგიასა და ამოცანებზე მუშაობა დაასრულა. როგორც პარტიის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე საბოლოოდ შეჯერდა. მას კი ფართო საზოგადოება დეტალურად ორ დღეში შეიტყობს.

პერმანენტული აქციები და ბრძოლა ხმებისთვის - რა გეგმები აქვს ოპოზიციას არჩევნების შემდეგ

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა ლეგიტიმური გზა უნდა იქნეს გამოყენებული.

„გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყო პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ მთლიანად პარტიის სტრატეგიას […], რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები, იმისთვის, რომ გავაქტიურდეთ, გაზაფხულზე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის”, – ამბობს დეკანოიძე. 

ის საზოგადოებას აქტიურ პოლიტიკურ სეზონს ჰპირდება და გადასაწყვეტ საკითხებს შორის ასახელებს: სააკაშვილის თავისუფლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს; მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ყველანაირი ინსტრუმენტით მხილებას.

დეტალები ორშაბათს, 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები