LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია აწარმოებს აგიტაციას EU-ში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ: ირაკლი კობახიძე

150
irakli-kobakhidze-6

„რადიკალური ოპოზიცია“ აწარმოებს აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ. – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ.”  განაცხადა კობახიძემ

კობახიძის თქმით, ეს არის მოცემული ფაქტი, რაც არ არის ახალი.

“გვახსოვს იგივე მოვლენა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ არ იყო წარმატებული ეს აგიტაცია და იმედი მაქვს, არც ამ შემთხვევაში იქნება წარმატებული. ამიტომ თქვენ იცით, რამდენი შედიან ეს კონკრეტული პოლიტიკოსები კაბინეტებში, იმდენი იქიდან გამოდის კონკრეტული მესიჯები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უშლის ხელს საქართველოს EU-ში წევრობის კანდიდატობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g