LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯაროდ გამოვიდნენ და ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად – კობახიძე ოპოზიციას მიმართავს

159
irakli-kobakhidze_w_h

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ განაცხადონ თუ რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად.

“ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რომელზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე, ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენ” – განაცხადა კობახიძემ

კობახიძის თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებს მმართველი გუნდი საჯაროდვე გასცემს პასუხს.

„იგივეს ველით თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით, ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რომელზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე, ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის შეფასებით, მაშინ როდესაც საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინშია, ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

ამავე თემაზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები