ოპოზიციის გეგმები და მმართველი გუნდის პასუხი – დღეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა გაზაფხულიდან აქციები დააანონსეს. “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და ოპოზიციასთან არანაირ კომპრომისზე არ წავა, მაშინ გაზაფხული “ძალიან ცხელი” იქნება.
ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება: ნიკა მელია
ან ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადებას.
ხაზარაძის თქმით, დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც, ვინაიდან სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს.
ოპოზიციონერ ლიდერს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ მამუკა ხაზარაძეს ცივი გონებით მოქმედება ურჩია.
მისი თქმით, ქვეყანაში ვითარების “გაცხელებაზე” განცხადებები წარსულშიც ბევრჯერ მოუსმენია, თუმცა ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს და შესაბამისი ქმედებების საპასუხოდ ამჯერადაც მზად არიან.